საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტად ეკატერინ საკელაროპულუ აირჩია. საკელაროპულო ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტია.
პარლამენტის სპიკერის, კოსტას ტასოულასის თქმით, პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
63 წლის ეკატერინ საკელაროპულუ საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქვეყნის ნომინალური ხელმძღვანელი და მთავარსარდალია, მისი თანამდებობა უმეტესად ცერემონიულია. საბერძნეთში პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.
კომენტარები