სახალხო დამცველის შერჩევის არსებული წესი უნდა შენარჩუნდეს – ოპოზიციას ხელისუფლების გეგმა სახალხო დამცველის შერჩევის შესახებ არ მოსწონს.
ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს იმ პროცესს, რომელსაც იწყებს მმართველი გუნდი და აცხადებს, რომ არის რეალური საფრთხე, რომ ,,ოცნება” შეეცდება, თავისი ფავორიტი გაიყვანოს ომბუდსმენის თანამდებობაზე.
ფრაქცია ,,ენმ”-ს თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე:
მზად ვართ, როგორც ყველაზე დიდი ფრაქცია, ვისაუბროთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და წარმოვადგინოთ არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ომბუდსმენის კანდიდატები.
თუ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს არ ექნება ნდობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რა თქმა უნდა, მას არც ჩვენგან ექნება ნდობა.
პარტიის ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენი 6 ხმით, რომელიც პარლამენტში გვაქვს, მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც იქნება გამორჩეული, მაღალი პროფესიონალიზმით, რომლის დამოუკიდებლობის მიმართ არ იქნება არავითარი კითხვები, რადგან ერთადერთი ინსტიტუცია დარჩა ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებელია და პარტიული გავლენები მასზე არ ვრცელდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდეს სახალხო დამცველი და ის არ იყოს ადამიანი, არჩეული მხოლოდ ხელისუფლების მიერ ერთპარტიულად.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები