სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გაბედავა, დავით გუჯეჯიანზე, გლდანის ციხეში მყოფ, ეტლით მოსარგებლე პატიმარზე, რომელიც, უწყების ცნობით, ვივამედის კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის ცნობით, კი მას სისტემატიურად სცემდნენ, ამბობს, რომ, პირადად შეატყობინა ამ კონკრეტულ პატიმარზე ორჯერ სახალხო დამცველის ოფისს.
გიორგი გაბედავა “ალიასთან” ამბობს:
დეკემბერში ტვ პირველის ეთერში ეკა მიშველაძესთან ვისაუბრე პატიმარ დავით გუჯეჯიანზე, რომელიც ციხიდან გვაწვდიდა ინფორმაციას რომ მასზე ხდებოდა ფიზიკური ძალადობა, იყო მძიმე ავადმყოფი, ეტლით სარგებლობდა.
მისი მეუღლე მზად იყო ღვიძლის დონორობა გაეწია და ამისთვის საბუთებიც მზად ჰქონდათ, როგორც მეუღლემ მითხრა.
სახალხო დამცველის წარმომადგებელს ორჯერ ვესაუბრე მე პირადად ამ საკითხზე და მითხრეს აქციების საკითხებს გავდივართ და აუცილებლად მივხედავთო.
მერე კიდევ დავრეკე სახალხო დამცველის ოფისში და მივხედავთო, – იგივე პასუხი გამცეს.
სამწუხაროდ პატიმარი დავით გუჯეჯიანი 6 თებერვალს გარდაიცვალა, როგორც უწყება აცხადებს. გარდაიცვალა, თუ მოკლეს, თუ შემოაკვდათ, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ თვეების წინ ითხოვდა ადამიანი დახმარებას და საუბრობდა მასზე ფიზიკურ ძალადობაზე!
სამწუხაროდ ის ინსტიტუციები ვინც ვალდებულია მსგავს სიტუაციებში დაიცვას პატიმრის უფლებები, უმოქმედოდ იყვნენ, შედეგმაც არ დააყოვნა და პატიმარი გარდაიცვალა…
სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი სანამ იქნება ამ ქვეყანაში არაფერი გვეშველება, მეგობრებო…
კომენტარები