ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი:
“ნანა ყეინიშვილის დანაშაულზე უამრავია დასაწერი! ამჯერად რამდენიმე ფაქტს შევახსენებ Salome Zourabichvili სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili , მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili და ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidzeქართული ოცნება / Georgian Dream.ნანა ყეინიშვილი, 2001 წელს, შევარდნაძესთან, მაშინდელი კახეთის გუბერნატორის, მედიკო მეზვრიშვილის შუამდგომლობის მეშვეობით, საქართველოს წითელ ჯვარში, არჩევნების გაყალბებით გახდა პრეზიდენტი. ყეინიშვილის კონკურენტი იყო ქეთევან ბაგრატიონი, რომელიც ყეინიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგად არ იქნა არჩეული წითელი ჯვრის პრეზიდენტი! ეს ყოვლად გაუნათლებელი და უინტელექტო ნანა, წითელ ჯვარში იკრებს საკუთარი ოჯახის წევერებს და ასაქმებს სანათესაოსა და საახლობლოს. პარალელურად, იწყებს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებით ფულის კეთებას! რაც კი რამ წითელ ჯვარში ჰუმანიტარულის სახით შემოდიოდა (პროდუქტი, წამალი თუ მანქანები), 2001 წლიდან ყეინიშვილი ყველაფერს ბაზარზე ყიდდა. უფრო მეტიც, კომერციულ ტვირთებს, შემოსატანს რუსეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, აფორმებდა როგორც ჰუმანიტარულს, რათა თავი აერიდებინა სახელმწიფო გადასახადებისთვის და ხელი არ შეშლოდა მათ შემდგომ გაყიდვაში!საქართველოს წითელი ჯვრის პარტნიორები არიან წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარ მთავრის საერთაშორისო ორგანიზაცია (IFRC) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC). ნანა სწორედ თავს იწონებდა იმითაც, რომ ვერც IFRC და ვერც ICRC მას ვერაფერს ვერ უზავდა, რადგან მათი ხემლძღვანელობა ჟენევაში (სათავო ოფისებში) ნაყიდი ჰყავდა! თავისთავად, არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს უცდიათ ნანას საქმეების გამოძიება! ასე აგროვებს ნანა დიდძალ ქონებასა და შემოსავალს, რომლითაც მოსკოვშიც კი აფუძნებს ბიზნესებს!2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, შეფიქრიანებული ნანა, მოკავშირეებს უკვე სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და ხელისუფლებაში ეძებს. სააკაშვილის დედასთან გიული ალასანიასთან და სააკაშვილის ბებია – მზია წერეთელთან “ჩაპადრუგებით” (როგორც თავად ამბობდა ყეინიშვილი), მისი შემხები კვლავ არავინ გამოჩდა არც მიშას დროს. გათამამებულ და შეგულიანებულ ნანას ახლა უკვე მადა უფრო გაეხსნა და დაიწყო მუშაობა სააკაშვილის პარლამენტში მოსახვედრად. ამისათვის, პირველ ქმარს გაეყარა, ცოლად გაჰყვა ურმუზმაგ ქარქუსოვს, რათა სამხრეთ ოსეთის კვოტით შესძლებოდა მოხვედრა პარლამენტში. ურუზმაგი სააკაშვილის დროს, საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ალტერნატიული მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო. 2007 წლიდან ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. სააკაშვილისხელისუფლების დროს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში თანამდებობები ეკავათ ნანა ყეინიშვილის მაზლებსაც — ჯემალ და იანიკ ქარქუსოვებს. პირველი მათგანი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მეორე კი — ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი.ოსების პატარძალი ახმეტელი ნანა, რესტორნებში, წითელი ჯვრის ეგიდით გამართულ წვეულებებზე, ურუზმაგდთან ერთად მშვენივრად ცეკვავდა “სიმდისაც”. მალე, ქარქუსოვებს “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირ ძალაუფლებას ართმევს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს. 2008 წლის ომის დროს სამივე ძმა ოსების მხარეს ეხმარებოდა და საქართველოს წინააღმდეგ ინფორმაციას აწვდიდა რუსეთს. ძმები ქარქუსოვები რუსეთის მოქალაქეები არიან, ცხოვრობენ ვლადიკავკაზში. სააკაშვილის ხელისუფლების დროს, წამალძე ნანას ძმისშვილსაც იჭერენ, თუმცა, შვილის გადარჩენის მიზნით, დანაშაულს თავის თავზე ნანას ძმა იღებს და ხვდება ციხეში!ყეინიშვილი ამას პოლიტიკურ მოტივს უდევს სარჩულად და უკვე 2012 წელს “ოცნების” ხელისუფლების მოსვლით, საგანელიძის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს ერთგულებასა და მეგობრობას ჰპირდება. ნანას ოცნება სრულდება და იგი “ოცნების” პარლამენტარი ხდება! წითელ ჯვარში კი საკუთარ ქალიშვილს – ნათია ლოლაძეს ნიშნავს პრეზიდენტად! ამით, ნანა არ ჩერდება და ბესელია ეკას დახმარებით თავის ძმას ვადაზე ადრე ციხიდან ათავისუფლებს და იმ დროს საქართველოდან გაქცეულ მაზლებს 2008 წელს აღძრულ ძებნის სტატუსს უჩერებს. ნანა უკვე ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობით “ბლატაობს” კიდეც და აცხადებს, რომ თურმე მას ბიძინამ ისეთი VIP საშვი მისცა, რომ შუშის სასახლეში ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შეუძლია შესვლა!!!!“ოცნების” ხელისუფლებია დროს, ნანას ქმარი ურუზმაგიც თბილისში დაარსებული პრიმაკოვის ფონდის თავმჯდომარე ხდება! “ოცნების” პარლამენტარობის ხანაში, ნანა საკუთარი ბიზნესის მოწესრიგებას და გაფართოებას უნდება. ქმნის სხვადასხვა ფირმებს, რომლებიც ენერგო სფეროს მოიცავს. ნათია თურნავასთან ახლობლობაც აქედან დასტურდება. აქვეა ლინკი ნანას ბიზნესების: https://companyinfo.ge/ka/people/232718 ოფიცალურად უკვე ნანა მილიონერია! მალე, ყეენიშვილმა “ოცნების” რიგებიც დატოვა, რომლის მიზეზად პარტიაში პროტირებული ნაციონალების მომრავლება დაასახელა და ბედნიერად გაუჩინარდა პოლიტიკური ასპარეზიდან, იქამდე, სანამ სალომე ზურაბიშვილმა ეს ბანდიტი, რუსეთის აგენტი ყეინიშვილი-ქარქუსოვისა სების საბჭოში არ წარადგინა და “ოცნების” პარლენტმა არ დაამტკიცა!!!!! ასე, რომ სახელგატეხილი ნანა გვარიანად უტეხავს სახსლს უკვე “ქართულ ოცნებასაც” და ხელისუფლებასაც!!!!!”
კომენტარები