ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:
„ნუ დასცინით ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ახლა რუსთაველზე იძულებით დააყენეს რუსული მარშისთვის. იმაზე ფოკუსირდით რა ტრაგედიაა, როცა საკუთარი ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეს აიძულებს რუსულ მარშში ჩადგეს. ასეთი რამ რომელ ხელისუფალს გაუკეთებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში? სახელისუფლებო აქციები გვინახავს, მაგრამ დღეს სულ სხვა რამ ხდება. საკუთარი ხელისუფლება რომ გაიძულებს მტრის მარშში დგომას – ეს ვის გაუკეთებია? რამდენია მათ შორის დევნილი? რამდენია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაზარალებული? ამ ქვეყნისთვის დაღუპული გმირის ახლობელი? მათი დაცინვით, ვერაფერს ვერ ვაღწევთ. დიახ, უნდა ვაჩვენოთ ეს თავჩაღუნული ადამიანები, ვაჩვენოთ ასევე მოტყუებულები, მოსყიდულები. მაგრამ უნდა ვაჩვენოთ ტრაგიზმი ამ ვითარების და არა – სახალისო სანახაობა. არაფერია სახალისო ამაში.
კიდევ კარგი, გუშინდელი აქცია ჩატარდა და ზუსტად ვიცით, რომ დათვლილია მოღალატე ხელისუფლების დღეები.
ივანიშვილმა არც იცის, რომ დღეს, ვინც ასე შეურაცხყო და ვინც ასე აიგდო აბუჩად – ზუსტად ისინი მოუღებენ მას ბოლოს. ზუსტად ეს ხალხი დაასრულებს მას.“
კომენტარები