ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, სახელისუფლებო მედიაში ამერიკელი კონგრესმენის სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება. ორგანიზაციის განცხადებით, 28-31 ოქტომბერს ქართულმა კრემლისტურმა (ალტ-ინფო, საქართველო და მსოფლიო) და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა (Russia Today, Московский комсомолец, Взгляд) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, თითქოს ამერიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს რასკინმა განცხადა, რომ რუსეთი იმის გამო უნდა განადგურდეს, რომ ის მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ტრადიციული ღირებულებები აქვს.
“აღნიშნული კომენტარი, რომელიც, რეალურად, ამერიკელ ტელეწამყვანს, ტაკერ კარლსონს ეკუთვნის და რასკინის მიერ გაკეთებული უკრაინის მხარდამჭერი განცხადების შეფასებაა, 31 ოქტომბერს Тwitter-ზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამაც გამოაქვეყნა. ხაინდრავა პოსტში წერს, რომ მართლმადიდებლობის გამო რუსეთის განადგურებაზე ციტატა კონგრესმენ რასკინს ეკუთვნის, ხოლო მომდევნო პოსტში აღნიშნულ თემას აგრძელებს და აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს კითხვით მიმართავს: “თქვენ რას ფიქრობთ ქალბატონო ელჩო დეგნან, საქართველო ხომ მართლმადიდებელი ქვეყანაა, ტრადიციული ღირებულებების მქადაგებელი. რას უნდა ველოდოთ?” წერს მითების დეტექტორი.
მათივე ცნობით კონგრესმენ ჯეიმი რასკინის სახელით განცხადება მართლმადიდებლობის გამო რუსეთის განადგურებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გაშუქდა.
“1 ნოემბერს კი ამავე თემაზე ხაინდრავას პოსტი კონგრესმენ ჯეიმი რასკინის “ციტატაზე” აქცენტით პროსახელისუფლებო მედისაშუალებებმა: იმედმა, POSTV-იმ, PIA.GE-მ, მედიაჰოლდინგმა “კვირამ”, საინფორმაციო სააგენტო “info 9”-მ, Lider.ge-მ კოორდინირებულად გააშუქეს.” წერს “მითების დეტექტორი”.
კომენტარები