ცხოველთა დამცველი, ტასო ლოსაბერიძე ცხოველთა ყოლის შესახებ კანონპროექტს ასე ეხმაურება:
„14 ძაღლი და 8 კატა მყავს, არცერთი არ არის ნაყიდი, ზოგი თავშესაფრიდან და ზოგი ქუჩიდან ავიყვანე. ამ ცხოველებიდან ზოგს სიმსივნე აქვს, ზოგს ეპილეფსია, ზოგს ლეიშმანიოზი, ზოგი ბრმა არის, ზოგი ისეთი აგრესიულია, ფიზიკურად ვერ ვაჩუქებ (ესაა სწორედ ჩემთან ყოფნის მიზეზი).
სახელმწიფო რომ მიწესებს კანონს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 3 ცხოველის ყოლა შემიძლია, ამ ცხოველებს რა ვუყო ხომ
ვერ მეტყვით? თავად აიღებენ პასუხისმგებლობას? და თუ აიღებენ მაშინ ჩემამდე რატომ მოხვდნენ აქამდე. ჯერ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა
მოვაგვაროთ,ჩემნაირ ადამიანებს რომ არ “გვეტენბოდეს” საცოდავი ცხოველები და დამიჯერეთ არავის გვეყოლება დიდი რაოდენობა სახლში.“
კომენტარები