მთავარი არხის მიერ ე.წ სუს-ის დოკუმენტების გასაჯაროვების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს:
“როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.”
სუს-ის არ აკონკრეტებს, გავრცელებული ჩანაწერებიდან, რომელი იყო სახელმწიფო საიდუმლოება.
ფაქტი იმის შესახებ, რომ სუს-იდან ინფორმაცია გაედინება, უკვე, მგონი, წლებია ვიცით, თუმცა, ამ დღემდე არ ვიცით, რა შედეგი მოჰყვება ხოლმე, ამ ტიპის გამოძიებებს.
უცნობია, სუს-ის ამ განცხადებით, ადასტურებს ჩანაწერების ავთენტურობას და მაგიტომ იწყებს გამოძიებას სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტზე, თუ არ ადასტურებს და მაინც იწყებს გამოძიებას ამ მუხლით!
კომენტარები