კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა პარლამენტმა. თუმცა იქამდე უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ის მარტო ორგანიზაციებს შეეხებოდა.
რაშია საქმე?
თუ თქვენ, კერძო პირს სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში მოგთხოვთ, რომ ინფორმაცია წარუდგინოთ და თქვენ ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებთ დაჯარიმდებით. ჯარიმის ოდენობა 5000 ლარია.
ყველაზე საინტერესო ის არის რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან?
ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი „საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც (sic!). მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები“, რომელიც უკავშირდება პირის:
– რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
– პოლიტიკურ შეხედულებებს;
– რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს;
– პროფესიული კავშირის წევრობას;
– ჯანმრთელობას;
– სქესობრივ ცხოვრებას;
– ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს;
– მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას;
– ადამიანით ვაჭრობის ან ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის დანაშაულის მსხვერპლად ცნობას;
– პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას;
– აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს.
ამ ფორმით დავწერე, მარტივად აღსაქმელი რომ იყოს. დავაკოპირებ კანონის ფორმულირებებს და თავადაც შეგიძლიათ შეაფასოთ.
მუხლი 8. მონიტორინგი
3. მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;
კომენტარები