პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ცოტა ხნის წინ ბრიფიმგი გამართა და სახელმწიფოს მხრიდან რუს სანქცირებულ ბიზნესმენებთან კავშირებსა და სავარაუდო გარიგებაზე ისაუბრა.
“მინდა, მოგიყვეთ “ბორჯომის” შესახებ, რომელზეც ღარიბაშვილმა გვაცნობა, რომ თითქოს, ბორჯომი დაუბრუნა ხალხს და მოგიყვეთ რა გარიგებასთან გვაქვს საქმე. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ იმედის პროპაგანდისტი, ირაკლი რუხაძე არის ბორჯომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ისიც მონაწილეობს ამ გარიგებაში და ამ გარიგებაში მონაწილეობს ღიად სახელმწიფო.
ბორჯომის მფლობელ 57,72%-ის მფლობელი იყო მიხეილ ფრიდმანი, რომელიც იყო სანქცირებული უკრაინაში ომის დაწყებისთანავე და ამაზე რეაგირება იყო მოთხოვნილი საქართველოს სახელმწიფოსთვის. როგორც ნორმალურ ქვეყნებში კეთდება, სანქცირებული პირი კაპიკს არ უნდა იღებდეს მსგავსი ბიზნესებისგან. ამის ნაცვლად, სახელმწიფომ შეისყიდა 7,73% და 49, 99% ბორჯომის წილის დაუტოვა მიხეილ ფრიდმანს. ფაქტობრივად, სახელმწიფო შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან და დღემდე ფრიდმანს ბორჯომიდან შესდის უდიდესი შემოსავალი.”
ელენე ხოშტარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არის საჯარო და ამ საკითხს შესასწავლად პარტნიორებს გადასცემენ. “დროას” ლიდერმა თქვა, რომ 2013 წელს ეს წილი, საკონტროლო პაკეტი, ფრიდმანს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან გადაეცა.
“დღეს მიხეილ ფრიდმანი ქართული ბორჯომისგან ფულს არ უნდა იღებდეს და სახელმწიფო ამაში ხელს არ უნდა უწყობდეს. საინტრესოა რატომ შეისყიდა საქართველომ ზუსტად იმდენი წილი, რომ საკონტროლო პაკეტს ჩამოცილებოდა ფრიდმანი. ეს ჰგავს სანქიცებიდან თავიდან არიდების მცდელობას, რომ ერთადერთი მფოლობელი არ იყოს ფრიდმანი, მაგრამ ის რჩება უდიდეს მეწილედ 49, 99% და დღემდე მას ბორჯომიდან შედის უდიდესი ფული”,- აღნიშნა ხოშტარიამ.
კომენტარები