ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, გადაცემა რეაქციაში, ამბობს:
“რა არის მთავარი ამბები ქართულ პოლიტიკაში? მაგალითად ოპოზიციურ ველზე? სააკაშვილზე და ნიკა გვარამიაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულება რომ აიძულონ ხელისუფლებას, ამის ნაცვლად, ნაციონალურ მოძრაობაში 2 დღეა ღია ბრძოლა დაიწყო შიდაპარტიული გავლენებისთვის, დაიწყო ბრძოლა იმისთვის, ვის დარჩება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მართვის სადავეების. სახელს თუ დავარქმევთ ყველაფერს და ვიქნებით ობიექტურები, რეალობა ნამდვილად ასეთია – ვერაფრით ვიტყვით, რომ დღეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს უდიდესი გავლენა არ ექნება პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, ექნება.”
კომენტარები