“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები დააკავა. 35 წლამდე მამაკაცებს ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში ედებათ.
ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, საქართველოს მოქალაქეები ბინების ქურდობისას სპეციალურ ხელსაწყოს – პოლიეთილენის მყარ ფირფიტებს, ე.წ. “სლიპის” მეთოდს იყენებდნენ. ამოღებულია ნივთმტკიცებები და ჩანაწერები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეთა დაკავება სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სამართალდამცველების ძალისმიერი სპეცოპერაციით განხორციელდა.
კომენტარები