სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, მერიის შენობასთან, ერთ-ერთ მშენებლობაზე აფრიკის დასახლებაში დაზარალებულების სოლიდარობის ნიშნად ბანერები გადმოკიდეს. ამ შენობას მერიის ფანჯრები უყურებს. აქტივისტების ბანერებს ეწერა: “სოლიდარობა აფრიკის დასახლებას”, “სახლი ყველას”.
მოგვიანებით, ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა და აქტივისტი გიორგი ღვინჯილია 200 ლარით დააჯარიმა.
კომენტარები