ბათუმში მცხოვრები ჟურნალისტი, ზურაბ ბაუჟაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“სახლის ჩამოქცევის პირველი მსხვერპლი უკვე ცნობილია, ჩემი ნათესავი აღმოჩნდა.”
ოფიციალური უწყებები გარდაცვალების შესახებ, ამ მომენტამდე განცხადებას არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, საცოხვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნანგრევებში ეძებენ 7-8 ადამიანს, შსს-ს ინფორმაციით კი 15-მდე ადამიანს.
ჩასწორება: ამ დროისათვის, 8 ოქტომბრის 23.30 საათისთვის, ორი გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან მაშველებმა და ვინმეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არც ერთი ოფიციალური წყაროთი არ დასტურდება.
კომენტარები