ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება, ამიტომ გთხოვთ თქვენც ცოტა შორიდან ჩამწეროთ ხოლმე – ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.
„ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება, ამიტომ გთხოვთ თქვენც ცოტა შორიდან ჩამწეროთ ხოლმე. დავიცვათ ყველამ ის მთავარი რეკომენდაცია, იმიტომ რომ ამაზე კარგი იარაღი, ღონისძიება, როგორიცაა სოციალური დისტანცირება, ეპიდემიის შეჩერებისთვის და მისი ნელი განვითარების არ არსებობს. თავი ავარიდოთ თავყრილობებს, სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დაპატიჟოთ. არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები. მივყვეთ ყველა რეკომენდაციას და შეზღუდვას, რომელსაც საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებლი, მათგან 3 უკვე გამოჯანმრთელდა.
წყარო: პრაიმტაიმი
კომენტარები