ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ ბატიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბოლო ინფორმაციით, ისრაელმა დაასრულა სატანკო ნაწილების გადასროლა ღაზას სექტორის მიმართულებით.
სახმელეთო ოპერაცია კი მალევე შეიძლება დაიწყოს, რაც კიდევ უფრო დიდ სისხლისღვრას და ესკალაციას გამოიწვევს.
ახლა მთელი ყურადღება ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისკენაა მიპყრობილი, რომლებმაც სახმელეთო ოპერაციის დაწყება-არ დაწყების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება უკვე დღესვე მიიღონ.”
კომენტარები