პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ არ იგეგმება:
„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ და არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო კომპანიებს, გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას სრული 72- საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. კონტროლი საკმაოდ ეფექტურია მაგრამ, სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“
კომენტარები