კომპანია ” გლობალ აიდეას” ორგანიზებით “ოქროს ბრენდის” დაჯილდოების ცერემონიალი ყოველ წელს ტარდება და არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და საზოგადოების მოწონება და აღიარება მოიპოვეს.გამოკითხული მომხმარებლისა დაექსპერტების შეფასების მიხედვით, პიარ და მარკეტინგული აქტივობის, ბაზარზე ოპერირების მხრივ ნომინაციაში N1 საკონდიტრო კომპანია – “სანდომი” დასახელდა.
საკონდიტრო კომპანიისათვის ეს არ არის პირველი ჯილდო, “სანდომს” მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო – მათ შორის “პერმანენტული ლიდერი”-პურ-ფუნთუშეულის წარმოება შენახვის დარგში, ასევე არის აისო 22000 საერთაშორისო ხარისხის ნიშნის მფლობელი. კომპანია 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეის მონაცემებით 9000 ზე მეტ ობიექტზეა წარმოდგენილი როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის ფართო ასორტიმენტით.
“სანდომი”-მაქსიმალურად არის ორიენტირებული ხარისხზე, ყოველწლიურად გვთავაზობს განახლებულ ასორტიმენტს და როგორც კომპანიაში აღნიშნეს წელსაც განსაკუთრებულ სიახლეები ელის მომხმარებელს.
კომენტარები