ფოტო – ტაბულა
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გაუქმდება ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს პროპორციულ სიაში კაცის ჩასმა სავალდებულო იყო. ასევე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პორპორციულ სიაში მყოფი ქალი უარს იტყვის თავის ადგილზე, მის ნაცვლად ისევ ქალი უნდა ჩაჯდეს. საკონსტიტუციოს ამავე გადაწყვეტილებით, ანალოგიური არ გავრცელდება სიაში მყოფ კაც კანდიდატებზე და მათ ნაცვლად ჩაჯდომა ქალებსაც შეეძლებათ.
საქმე ეხებოდა ევროპული საქართველოს სარჩელს, რომლითაც პარტია გენდერული კვოტების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა და საკონსტიტუციო სასამართლო წერს, რომ მათ სარჩელი არსებით განხილვაში არ მიიღეს.
მოსარჩელეები ევროპული საქართველო, პარტიის წევრი ქალები და ამომრჩევლები იყვნენ. მათ ინდივიდუალური სარჩელები შეიტანეს და ინტერესებს ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი და იურისტი, გვანცა კვარაცხელია იცავდა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები