იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი:
“ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ეს არი ის ცვლილებები, სჭირდება ოპოზიციას და შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ სიცოცხლეში. თუკი ოპოზიცია, ვგულისხმობ ერთ ან მეტ კონკრეტულ ძალას, რომელიც კვლავ ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო, არ მისცემს ამ ცვლილებებს ხმას, ეს იქნება მხოლოდ საბაბი იმისა, რომ ჩაშალონ ეს რეფორმა, რომელიც, რეალურად, მათივე მოთხოვნით და მათივე ინიციატივით ტარდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათთვისვე არის საჭირო, რომ ეგებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში”
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ამ კვირიდან იწყება. ხელისუფლების ოპონენტრბი მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
კომენტარები