მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ყოფილი ქმარი, ბრედ პიტი ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მასზე და მათ შვილებზე მსახიობის თავდასხმა კერძო თვითმფრინავში მოხდა, რა დროსაც. პიტი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. შემთხვევა, ჯოლის თქმით 2016 წლის სექტემბერში მოხდა და სწორედ ამ ამბავმა დაასრულა მათი ქორწინება.
„პიტმა ჯოლის თავში ხელი მოჰკიდა და შეაჯანჯღარა, შემდეგ კი მხრებზე ხელი მოჰკიდა და აბაზანის კედელს მიანარცხა. მას შემდეგ, რაც ერთი ბავშვი სიტყვიერად ჩაერია, პიტმა “საკუთარ შვილს შეუტია, ერთ შვილს ახრჩობდა, მეორეს სახეში გაარტყა”, – წერია სარჩელში, BBC-ის ცნობით.
ბრედ პიტი ბრალდებებს უარყოფს.
სარჩელი განიხილება მიმდინარე სასამართლო პროცესის ფარგლებში საქმეზე – Chateau Miraval-ის, სახლისა და ვენახის შესახებ სამხრეთ საფრანგეთში, რომელიც ყოფილმა წყვილმა ერთად შეიძინა.
კომენტარები