დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა:
„არ ვეთანხმები პრემიერს, როცა რადიკალურად აყენებს საკითხს. საკუთარი კაბინეტიდან ხელის დაქნევას, შეუძლია მობრძანდეს და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან.
როდესაც პრემიერს სჭირდება მხარდაჭერა მნიშვნელოვან საკითხებზე, დადის ხოლმე პარლამენტში და ფრაქციებსა და პარლამენტის წევრებს ესაუბრება გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე.
კანონპროექტი რომელიც შემოჰქონდა პრემიერს, არის დიქტატურის კანონპროექტი. როგორც ჩანს, მას სისტემები კარგად არ ესმის. მას მხოლოდ ერთი ადამიანის მსახურება უნდა, რომლის მსახურების გამო გააჩნია ეს თანამდებობა“
ცნობისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
კომენტარები