საკუთარი სახლის წინ იჯდა ცოლ-ქმარი, როცა მანქანა დაეჯახა – უმძიმესი ავარიის დეტალები

201 ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. დაღუპულია ცოლ-ქმარი. შემთხვევა წუხელ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ორივე ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.