აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან” “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ომში რუსეთის უპირატესობასთან დაკავშირებით, სამარცხვინოს უწოდებს.
მან თქვა, რომ კობახიძის კომენტარი, “ისე ჟღერს, თითქოს, ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ეს სამარცხვინოა”.
“თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, – ამბობს დევიდ კრამერი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახლა საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია, რადგან უკრაინაში “ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს”. იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ რუსეთი “გაცილებით წინ არის წაწეული”.
კომენტარები