რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი:
„რუსულ ელექტორალურ მინდორზე საბალახოდ გაშვებული “ინტელექტუალები” არც ძალაა და არც ხალხს წარმოადგენენ. მე მყავს ყველაზე მაგარი რუსებიო, ” ასუქებს” სოზარის კამპანიას საარჩევნოდ.
დასავლეთმა სახელმწიფოს( მათი აღქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებას) ფული მოგვცესო, გრანტიც და გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტიცო( 2021 წ. ბიუჯეტში მეოთხედი უცხოური თანხები იყო, მაგალითად), მაგრამ არასამთავრობო სექტორს, მედიას და სხვა უკონტროლო მტრებს არაო, დაიხურონო.
თუ მაინცდამაინც უღირთ დაღდასმულებს, ნაცისტების დროს ებრაელებს რომ ვარსკვლავი უნდა ჰქონოდათ ტანსაცმელზე, დაკნინებული და დასარბევი რომ იყვნენ მუდმივად, ასე უნდა დავდაღოთ ესენი ამოშანთვამდე, მათი საკითხის ” საბოლოო გადაწყვეტამდეო”.
მოსკოვმა ფრენებიც აღვადგინოთ საქართველოსთანო. თურქებმა უთხრეს რუსებს, აერობუსებით და ბოინგებით ნუ იფრენთ ჩვენთანო, აშშ-დან და ევროპიდან აგვიკრძალეს მომსახურებაო. ამის მერე საქართველოს აეროპორტები მიმზიდველი აღმოჩნდა დუმისთვის.
საკუთარი ტყავის გადასარჩენად ბიძინა ზომიერი პრორუსი და ანტიუკრაინელი, ანტიდასავლელი კი არა, პუტინის ხალოპიც კი გახდება. ოღონდ, ეგაა – ვაშინგტონ/ ბრიუსელზე ისე დამო/ ჩამოკიდებული არ უნდა იყოს, როგორცაა. ჰოდა, თამაშობს ბიჭი, წვალობს კაცი, მოუხმო საკუთარ ” ინტელექტს”.
მე მაინც მგონია, რომ არ ეყოფა რესურსი, აგენტებად გამოაცხადოს ქართული მედია/ენჯეო სივრცე.
ამასთანავე, მთელი ჩვენი ენერგია უნდა შეეწიროს ახლა ამ “აგენტების კანონის” არ/ ვერმიღებას. განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიციას მოუწევს დიდი ძალისხმევა.“
კომენტარები