გიორგი ალიბეგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“წელიწადზე მეტია, წყალტუბოს სათნოების სახლში, ფუნქციონირებს შინმოვლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად ბინაზე მიტანით, ვაწვდით საკვებს გადაადგილების შესაძლებლობას მოკლებულ ბენეფიციარებს, დღეს ერთერთი მარტოხელა ბენეფიციარი გარდაცვლილი ვნახეთ სახლში. 58 წლის კაცი იყო, აბსოლიტურად უპატრონო, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოთ ცეროზი იყო.
წყალტუბოს მერიამ აიღო თავის თავზე მისი დაკრძალვის ხარჯები, რისთვისაც მადლობას ვუხდი, მერის მოადგილეს ალექსანდრე დადუნაშვილს, რომელიც ოპერატიულად ჩაერთო ყველა საჭირო პროცესის მოგვარებაში.
მადლობის გამოხატვის გარდა, ამ პოსტის მიზეზი ისაა , რომ არ მინდა ადამიანი ამ ქვეყნიდან ისე წავიდეს, მისი სახელი სამუდამოდ დავიწყებული დარჩეს, როგორც უპატრონო მიცვალებულის.
მშვიდობით ნიკოლოზ მანდენბურგ. უფალმა დაგიმკვიდროს სამუდამო სასუფეველი.”
კომენტარები