გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, “ლელოს” დეპუტატს სალომე სამადაშვილს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა “ოლიგარქი ივანიშვილი” ახსენა. ოხანაშვილმა მისგან ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარედ მოხსენიება მოითხოვა:
“საპატიო თავმჯდომარედ თუ მოიხსენიებთ…საპატიო თავმჯდომარე არის სტატუსი…თქვენ სად გგონიათ თავი?…
მშვენივრად საუბრობთ მიკროფონის გარეშე… მეგაფონი მიიტანეთ სადაც მიჩვეული ხართ მეგაფონით სიარულს. მე თქვენ მოგიწოდებთ ისაუბროთ კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში…აქ არ ვართ იმისთვის, რომ თქვენს პერფორმანსებს ვუსმინოთ ” მიმართა ოხანაშვილმა სამადაშვილს.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ამ წუთებში, თავდაცვის, შს და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
კორუფციაზე საუბრისას სალომე სამადაშვილმა შს მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური ახსენა და დადასტურებად “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიში მოიყვანა, რასაც ოხანაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ოხანაშვილმა თავად ეს ორგანიზაცია დაადანაშაულა კორუფციაში.
კამათის შემდეგ, ოხანაშვილმა სამადაშვილი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და დარბაზიდან გააძევა – “მოქცევას როდესაც ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით”.
მთავარი არხი
კომენტარები