“ლელო საქართველოსთვის” წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ის პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ, ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციას არ შეუერთდება.
“მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც იმაში, რომ ვიღაცამ მიიღოს მონაწილეობა და ვერც იმაში, რომ ვიღაცამ არ მიიღოს, მაგრამ პირადად ჩემი დამოკიდებულება არის, რომ 20 ივნისის აქცია გამოვიყენოთ ჩვენ საზოგადოების გასაერთიანებლად. ჩემთვის მთავარია, რომ 20 ივნისს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს და თავისი სათქმელი დააფიქსიროს. დღესაც იმედია, მივლენ მოქალაქეები და დააფიქსირებენ საკუთარ მხარდაჭერას ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის კონკრეტულად 20 ივნისი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას გავრილოვის გაძევებაში საქართველოს პარლამენტიდან და შესაბამისად, მიმაჩნია 20 ივნისი არის ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლური დატვირთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
კომენტარები