საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული.
ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა x -ზე დაწერა:
,,როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მადლობელი ვარ, რომ მივაწოდო მიწვევა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
მე აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების – ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის – თავდასხმების პირისპირ აჩვენა“ – წერს ჯო უილსონი.
კომენტარები