ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს:
,,არ ვიცი რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესიც არ მაქვს, რაზე საუბრობს ეს ადამიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ძალიან მარტივი რამ მინდა ვთქვა – ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა და კოორდინირებულად ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან. დანარჩენი, ამას ვიზამ, მერე ხვალ სხვა რამეს იტყვის, ზეგ შეიძლება კიდევ სხვა რამე თქვას, ჩემთვის არ არის საინტერესო.
ის (ზურაბიშვილი) აღარ არის პრეზიდენტი, რაღაც დროის შემდეგ, ვადა ხომ გასდიოდა, შესაბამისად, ჩემთვის აღარ არის დღეს საინტერესო”
კომენტარები