პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ასე ეხმაურება „ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური:
„სალომე ზურაბიშვილი როცა ეფლირტავებოდა, ეკეკლუცებოდა ლავროვს…შეგახსენებთ მის ერთ-ერთ ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებას, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი თუ საყვარელი პოლიტიკოსი გახლდათ ლავროვი. აი, სალომე ზურაბიშილი როდის იყო თანმიმდევრული, როცა გამსახურდიასთან და მის ხელისუფლებასთან დაკავშირებით აკეთებდა განცხადებებს, როდესაც ბატონ ლავროვთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ამ ბოროტი რეჟიმისა და ამასთან მიმართებაში როგორი მიჯნურობა ჰქონდა ამ ადამიანს. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილმა პირი კარგად გამოირეცხოს, როდესაც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობს“
კომენტარები