ყოფილი მაღალჩინოსანი გია გეწაძე, სოციალურ ქსელში წერს:
,,დედამიწაზე ჯერ არ შექმნილა ისეთი სრულყოფილი ნორმა, როცა აზრს დაკარგავდა თუ რომელი მოსამართლეები განახორციელებენ მის განმარტებას”. ეს დაწერა ოდესღაც ალექსანდრე ბლანკენაგელმა. მან ბევრი შრომა ჩადო ჩვენთვის შეუფასებელი რეკომენდაციების მოცემით საქართველოს კონსტიტუციის და შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის შემუშავებისას.
მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნებოდი რომ დაწერილი ნორმა წესიერი პროფესიონალის ხელში სამართალია და მაიმუნის ხელში ქაღალდი რომელიც შეგიძლია დაღეჭო და მიირთვა.
სალომე ზურაბიშვილის უაზრო, უმიზნო და უშედეგო ტუსოვკები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ცალკე საკითხია, თუმცა იმპიჩმენტთან საერთო არაფერი აქვს.
თუ მაგალითად ის ოდესმე იტყოდა რომ ომი საქართველომ დაიწყო ან საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა, ან მსგავსი რამ, აი ეს კი იქნებოდა იმპიჩმენტის და შემდგომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი.”
კომენტარები