საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო.
ისევე, როგორც პირველ ჯერზე, სალომე ზურაბიშვილმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა. ამასთანავე, პრეზიდენტმა Facebook-ზე აცრების ბარათი გამოაქვეყნა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს აიცრა.
კომენტარები