„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს მამამ 23 000 დოლარი და 10 000 ლარი აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას სამადაშვილი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს. დოკუმენტით ირკვევა, რომ ეს გახლავთ წილი საოჯახო აგარაკიდან და მიწის ნაკვეთიდან.
გარდა ამისა, სალომე სამადაშვილმა 22 050 ლარის შემოსავალი მიიღო ცხვარიჭამიაში მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან. 10 000 ლარი კი მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კამპანიისთვის შესწირა.
დეკლარაციის მიხედვით, სალომე სამადაშვილის, როგორც დეპუტატის და პარლამენტის საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურებამ ერთი წლის განმავლობაში 62 946 ლარი შეადგინა, „საქართველოს უნივერსიტეტიდან“ კი, როგორც მიწვეულ ლექტორს 9500 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, დეკლარაციის თანახმად, სალომე სამადაშვილმა 2017 წელს 65 000 დოლარად შეიძინა ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, 2015 წელს კი 80 000 ევროდ საცხოვრებელი სახლი ირლანდიაში, კერძოდ ლიმერიკიში (ქალაქ-საგრაფო).
პრაიმტაიმი
კომენტარები