გიორგი მახარაძე:
“მდინარეების მიერ წალეკილი გურიიდან მინდა შეგახსენოთ რომ:
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო თვეებია არ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას – მდინარეებიდან ქვიშა-ხრეშის ამოღების მოქმედი ლიცენზიების სიას. წერილს წერილზე ვგზავნით, ხაზის და მობილურ ტელეფონებზე ვრეკავთ უშედეგოდ.
ადგილობრივ დონეს რაც შეეხება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას შემუშავებული აქვს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის“ (2024-2029) პროექტი, რომლის მიხედვით ოზურგეთის წყალარინების ქსელის მშენებლობის თარიღად 2029 წელია მითითებული [რა ეჩქარებათ?], ხოლო საქმიანობებზე როგორიცაა „მეწყერ დამცავი ნაგებობების მოწყობა“ და „წყალდიდობებისგან და წყალმოვარდნებისგან დაცვა“ თანხა გამოყოფილი არ არის და მითითებულია, რომ „ბიუჯეტი განისაზღვრება საჭიროებისამებრ“. სამაგიეროდ მერიას უკვე დაანონსებული აქვს რომ კიდევ უფრო მეტ ფულს დახარჯავს შარშან უკვე ძვირად გადაკეთებული ცენტრალური მოედნის კიდევ ერთხელ გადაკეთებაში
მდინარეების მიერ წალეკილი გურიიდან მინდა შეგახსენოთ რომ:
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო თვეებია არ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას – მდინარეებიდან ქვიშა-ხრეშის ამოღების მოქმედი ლიცენზიების სიას. წერილს წერილზე ვგზავნით, ხაზის და მობილურ ტელეფონებზე ვრეკავთ უშედეგოდ.
ადგილობრივ დონეს რაც შეეხება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას შემუშავებული აქვს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის“ (2024-2029) პროექტი, რომლის მიხედვით ოზურგეთის წყალარინების ქსელის მშენებლობის თარიღად 2029 წელია მითითებული [რა ეჩქარებათ?], ხოლო საქმიანობებზე როგორიცაა „მეწყერ დამცავი ნაგებობების მოწყობა“ და „წყალდიდობებისგან და წყალმოვარდნებისგან დაცვა“ თანხა გამოყოფილი არ არის და მითითებულია, რომ „ბიუჯეტი განისაზღვრება საჭიროებისამებრ“. სამაგიეროდ მერიას უკვე დაანონსებული აქვს რომ კიდევ უფრო მეტ ფულს დახარჯავს შარშან უკვე ძვირად გადაკეთებული ცენტრალური მოედნის კიდევ ერთხელ გადაკეთებაში.”
კომენტარები