შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი” ნარკოტიკული საშუალება “კოკაინის” ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
როგორც უწყება წერს, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45,31 გრამი ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობითვე, მოქალაქეს, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ სამალავში ჰქონდათ განთავსებული.
კომენტარები