დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის ზრდა საგრძნობია, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს.
დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის დროებითი და იგი არ სცდება მიკროავტობუსების საპასპორტო მონაცემებით დაშვებულ ნორმას.
“მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ გააჩნია, რაც დასტურდება ტრანსპორტის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით.” – აცხადებენ მერიაში.
კომენტარები