სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტები ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს.
აქტივისტებმა ირაკლი შოთაძის გენპროკურორად შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს და უწყებასთან სიმბოლურად, ბოტასები მიიტანეს. კუპრავა პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრას ცდილობდა, რა დროსაც ის დააკავეს.„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ რომ უწყებაში შოთაძის დაბრუნება ფარცხალაძის დაბრუნებას ნიშნავს და საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას.
„ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება ფარცხალაძესთან. შოთაძის უკან დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება იმ ათასობით ადამიანის, ვინც რუსთაველზე იდგა ორი წლის წინ, არ დავუშვებთ შოთაძის უკან დაბრუნებას“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.
კომენტარები