თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე
ვაჟა სირაძე:
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, როლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე, მეორე მხარეს და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მათ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, არ გასცდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.
ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი.”
შეგახსენებთ, რომ დღეს 1 ივლისი თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი დღეა და დაგეგმილია ფილმის ჩვენება, რომლის ჩაშლაც კონტრაქციის მონაწილეებმა უკვე სცადეს.
კომენტარები