პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს:
“საცნაური იყო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა მოსამართლე … იოლი ამოსაცნობი იყო და ყველაზე მეტად ამ ,, დეტალური” განხილვის “ მიღმა შეფარული მიზანი იკითხებოდა –
განვიხილეთ დეტალურად, ხანგრძლივად, ამომწურავად , მაგრამ … “
და ესაა მთავარი ამბავი , რომ წინასწარ ცნობილია რას იტყვის ,,თვალებგახელილი თემიდა “
და რატომ არის ეს მთავარი?
იმიტომ, რომ მოსამართლე თვალდახუჭული თემიდის მსგავსად სამართლიანობისა და კანონის მიღმა ვერაფერს უნდა ხედავდეს … ვერავის…
ამ სამართლიანობის ძიებაში იპოვის გზას , რომლითაც დატოვებს განცდას მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის !
და მე უკვე 26 წელია ძალიან ახლოდან ვაკვირდები და ვეხები მართლმსაჯულების სისტემას…. არ იცვლება არც მოსამართლე, რომელიც მიშას დროს და მიშას შემდეგაც სულ პატრონს ( და არა სამართლიანობას) ეძებს პოლიტიკურ სისტემაში და არ იცვლება სურვილი ხელისუფლების – აკონტროლოს მოსამართლე და აქციოს ის იარაღად…
სულ მიკვირს იმ მოსამართლეების , რომელთაც უარი თქვეს იმ დიდ თავისუფლებაზე , რაც მათ კონსტიტუციამ და უზენაესმა მისცა და მოინდომა ,, კობახიძის “ კაბინეტის მსახური იყოს …
მიკვირს რატომ იმეტებენ საკუთარ თავს …
არასდროს არ მიმაჩდა , რომ მიშა უდანაშაულო იყო, არც ახლა მიმაჩნია და ბევრი კვლევა და მტკიცებულება მომიგროვებია ამის დასტურად, აქ ხომ მთავარი ისაა, მიშას ასამართლებ, ირაკლის თუ ბიძინას – სამართალი იყოს უზენაესი და პოლიტიკური ნების აღმსრულებელ ჯალათებს არ ჩაუგდო ხელში მართლმსაჯულების საჭე!
ნდობა განსაზღვრავს ყველა შედეგს …
ნდობა დასრულდა იქ , სადაც ,, ოცნებამ” გადააბიჯა მორალურ წითელ ხაზს და განაცხადა , რომ მიშას დროინდელი მოსამართლე ჯალათები – გამოსწორდნენ და კარგები ანუ ოცნების მორჩილები გახდნენ
აი მთავარი დილემა მეგობრებო!
ნუ გაურბიხართ ამ თემას , როდესაც ,, 9 წლიან რეჟიმზე “ საუბრობთ ისინი ვინც მეტ წილად იმ წლებში იმალებოდა და ვერ ვხედავდი მე წინა ხაზზე ბრძოლაში მყოფი ქალი …
ის სისასტიკე იქმნებოდა ამ მოსამართლეების ხელში და მათთვის სამართალი ახლა ,, ოცნების “ კაბინეტში იწერება ….
ამიტომ არც დამნაშავის მიმართ გამოტანილი მსჯავრი არ ატარებს ნდობას ჯალათის ხელში ….
ესაა რეალობა , რომელსაც გაურბის ბევრი ის ადამიანი ვინც დღეს ჩემზე მეტი მებრძოლი აღმოჩდა ,, 9 წლიანი სისასტიკის…
მაგრამ არც მაშინ და არც დღეს გამბედაობა არ ეყო სიმართლე ეთქვა !!!
# თავისუფალი სასამართლო”
მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა
კომენტარები