დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს მთავარი “მამაშა”, ანუ ქვეყნის მთავარი როსკიპი (ანუ ბ@ზი) გარდაცვლილა დღეს და გული დამწყდა ნამდვილად. არ ვიცნობდი, მაგრამ შემებრალა სიკვდილისათვის. ღმერთმა აცხონოს! ქრისტეს სიტყვებისა არ იყოს: “დაე, ვინც უცოდველია პირველი ქვა მან ესროლოს”.
მე რა მიკვირს, ბორდელის მოწყობა სისხ. სამართლის დანაშაულია საქართველოს კანონმდებლობით და მას რატომ არ იჭერდნენ?! ეს შერჩევითი სამართალი რა უბედურებაა და ვინ კრიშავდა მას ამდენი წლის მანძილზე?
ვფიქრობ, ცივილიზებული და სამართლიანი იქნება არსებობდეს ლეგალიზებული და ჯანდაცვის მიერ კონტროლირებული პროსტიტუცია საქართველოში, ვიდრე იატაქვეშა პროსტიტუციის მაფია, რაც გვაქვს ქვეყანაში ათწლეულებია. პროსტიტუციის საკანონმდებლო რეგულირება და ადამიანის უფლებად მისი ცნობა, არც ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგება, ყველა თავად აგებს პასუხს თავის პირად ცოდვებზე ღვთის წინაშე და ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია. ეს ეწინააღმდეგება მხოლოდ ფარისევლობის და სიბრმავის ტრადიციას, რას ასე შეიყვარა ქართველი ერის დიდმა ნაწილმა განსაკუთრებით ბნელი და ფარისეველი ფსევდო მღვდელმთავრების და მღვდლების წყალობით. ასევე კანონმდებლობით რეგულირებული პროსტიტუცია ბევრად უკეთესად მოექცევა სასურველ ჩარჩოებში (ჰიგიენის, მედიცინის, ასაკობრივი ზღვრის მხრივ), ვიდრე ახლა ხდება იატაკქვეშეთში.“
კომენტარები