გიგი უგულავა, ბელორუსი ჟურნალისტის დაკავების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს:
“ზალკალიანმა და ჩვენმა საგარეომ მოახერხეს, ჯეკპოტი მოხსნეს. თავის თავს გადაასწრეს, როცა გაბუნიას საერთაშორისო დაგმობას ითხოვდნენ მსოფლიოსგან. ამაზე სამარცხვინო მხოლოდ რუსების განცხადებაა.
“ჩვენ მივესალმებით თვითმფრინავის მშვიდობიან დაფრენას ვილნიუსში. გვახარებს მგზავრების უსაფრთხოება. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი ფრენის საშუალება. მიუღებელია მგზავრთა დაკავება” – აი ეს დაწერა ზალკალიანმა.ამასობაში დისიდენტი ჟურნალისტი ჰაერიდან ჩამოხსნეს და 12 წელს უსჯიან. მას არც ახსენებს, არც განთავისუფლებას ითხოვს. არაფერი. უბრალო “სამძიმრის წერილი”. სამარცხვინო. გულისამრევი. მავნებელი. არაადეკვატური. ჩმორი. ფუი…”
კომენტარები