პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის ცემას ეხმაურება. შეგახსენებთ, ბერძენიშვილს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა:
„სამარცხვინო, სამარცხვინო ტყუილები, რომლებიც თქვენგან ისმოდა – რა მოწოდებაზე საუბრობთ, არც გრცხვენიათ და დიახ, როდესაც ტერორით არიან დაკავებული ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია “სირცხვილია”, “ჯემნიუსი” რომ თქვენს კოლგებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ, თქვენ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სწორედ ამას ეხებოდა მათ შორის ეს საკითხიც – რა თქმა უნდა, ვინც ტერორში იქნება ჩართული ყველას ვამხელთ თავისთავად”.
კომენტარები