ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი:
“მე მიმაჩნია, რომ ძალიან სამარცხვინო სიველურეა მატარებელში პირველი და მეორე კლასის ვაგონების არსებობა. მატარებელზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაშია, მას ჩვენ ვაფინანსებთ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით, ხოლო სახელმწიფო მოწოდებული უნდა იყოს, რომ დაიცვას ადამიანები ჩაგვრისა და უთანასწორობისგან. რას ვასწავლით ბავშვებს პირველი და მეორე კლასის ვაგონების არსებობით? იმას, რომ არსებობენ პირველი და მეორე კლასის ადამიანები? ეს ხომ საშინელებაა! სწორედ ამგვარად ყალიბდება ფაშიზმი.
თუ ვაგონების კომფორტულად მოწყობა შეგიძლია, ყველა ვაგონი მოაწყე, რომ ადამიანებმა მშვიდად იმგზავრონ და დასვენებულები წავიდნენ საკუთარ საქმეებზე მგზავრობის შემდეგ. თუ არადა, რა საჭიროა საერთოდ ან მატარებელი, ან კიდევ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც თანასწორობას ქადაგებს?!”
კომენტარები