ჟურნალისტი, ზურაბ ბაუჟაძე:
“სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ DMO აჭარის გიდები მოგვატყუა და ძალიან უზრდელურად მოგვექცა.
ინფოტური დავგეგმეთ სამეგრელოში და თავად შეგვთავაზეს სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა. ეს არ იყო ჩვენი იდეა და მათი მხრიდან გაკეთდა შეთავაზებს.
ინფოტური კი აჭარიდან სამეგრელოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების გასაცნობად გვჭირდებოდა, შემდგომში იქ ტურისტული ჯგუფების აჭარიდან წასაყვანად.
წავედით გუშინ 17 გიდი, მოვიარეთ ლოკაციები. ამათ დაპირების თანახმად ენგურზე გიდი უნდა დაეხვედრებინათ, მაგრამ არ დაგვხვდა.
შეხვედრით არ შეგვხვედრიან.
დღეს დილით კი გვითხრეს, რომ ტრანსპორტირების თანხას ვერ გადაიხდიან.
ჩვენ რა თქმა უნდა მძღოლს არ დავაზარელებთ და კუთვნილ ანაზღაურებას გადავუხდით, მაგრამ ასე უნამუსოდ მოქცევა არ შეიძლება.
თუ რაიმე აქტივობას დაგეგმავს სამეგრელოს დემეო თქვენც ფრთხილად იყავით, თორემ მერე გადაიფიქრებენ და უხერხულობაში აღმოჩნდებით.
ნუ ენდობით ადვილად!”
კომენტარები