The Daily Mail-ი წერს. რომ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, ბუკინგემის სასახლესა და კლარენს ჰაუსში ბინადარ სამეფო ფუტკრებს დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.
გამოცემის ინფორმაციით, 79 წლის სამეფო მეფუტკრემ, ჯონ ჩეპელმა ყველა სკას სამგლოვიარო შავი ლენტი შეაბა, ყველა მათგანზე დააკაკუნა და ტრადიციული ფრაზა თქვა: „თქვენი პატრონი გარდაიცვალა, მაგრამ არ გაფრინდეთ. ახალი პატრონი კარგად მოგექცევათ“.
ბრიტანეთში ითვლება, რომ თუ ფუტკრებს მფლობელის შეცვლის შესახებ არ შეატყობინებენ, ისინი თაფლის წარმოებას შეწყვეტენ, გაფრინდებიან ან დაიხოცებიან.
შეგახსენებთ, დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე (და ფუტკრების ახალი მეპატრონე) ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა. ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, ლონდონში დაკრძალავენ.
კომენტარები