მკვლელობა კახეთში – ზურაბ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად, მანქანაში ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ადასტურებენ. სამივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება, რომ სამივე მათგანს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც სამი პირი ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოში იმყოფება.
კომენტარები