შსს ზუგდიდში ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.
პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“
რა გამოძიება მინისტრო, ჯერ მოწმე არ გყავთ დაკითხული, მტკიცებულებები არ გაქვთ ამოღებული, ისიც არ იცით დაზუსტებით, ჯგუფურია დანაშაულია, თუ არა, ჯერ მძარცველი არ დაგიკავებით, რა გამოძიება დაიწყეთ, საქმის აღძვრა ჰქვია მაგას, თუმცა, ჯერ პირველ რიგში მძევლების სიცოცხლეზე იზრუნეთ და გვითხარით, რომ პოლიცია კი არა, სპეცრაზმია მობილიზებული, გაწვრთნილი სპეციალურად მძევლების გასათავისუფლებლად!
მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებიო – გვეუბნებით და უკვე შიში გვეუფლება, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები არ იცით რას ნიშნავს, თუ მართლა საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს აწარმოებთ ახლა?
მძევლების გადასარჩენად დაგეგმილი სპეცოპერაცია გვინდა რომ მიმდინარეობდეს, მძარცველის დაკავების ოპერაცია უნდა მოჰყვეს თან, წესით, მერე კი საგამოძიებო და და ოპერატიული ღონისძიებები და პრევენციულიც დაგჭირდებათ, თუ დარჩებით მინისტრად.
კომენტარები