მწერალი დავით დეფი გოგიბედაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„სამი რამ.
პირველი და იდეალური-
ხალხი ქუჩებშია. ყველა გაერთიანდა. დიდი თუ პატარა, ყველა ერთადაა. ათასაობით, ასი ათასობით, მილიონობით ადამიანი გლდანის ციხის გარშემოა. ორგანიზებულად. მწყობრად. დინჯად. მსოფლიო პრესა გლდანის ციხესთანაა. მთელი მსოფლიო გლდანის ციხეს შესცქერის. ხალხს პოლიცია არ ესვრის. პოლიცია და ჯარი ხალხის მხარესაა. ხალხი ნელ-ნელა ციხის ტერიოტორიაზე შედის. არავინ ისვრის. ხალხი ციხეში შედის და მიშა გამოყავთ. მიშა მკურნალობას თბილისში აგრძელებს. სასამართლო პროცესამდე იმავე დღეებში რიგგარეშე არჩევნები ინიშნება და ხელისუფლებაში, პატრიოტული და პრო-დასავლური კოალიცია მოდის. მიშა გამოჯანმრთელდება და ამ საშინელ უღელტეხილზე გადასვლის შემდეგ საქართველო წამით მაინც ამოისუნთქავს და ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლას უსწრაფესად აგრძელებს.
მეორე და კატასტროფული-
მიშა სახიჩრდება და საქართველოს თავისუფლებას ეწირება. ქართველების და რუსების ხელით ნაწამებს სული ციხეში ამოხდება. საქართველოში აღარაფერი ხდება და აღარასოდეს მოხდება. მორჩა. ცხოვრება გაგრძელდება მდორედ. დაშინებულად. სასიკვდილო გამოლენჩებით. ყველა მომავალი თაობა რუსეთის სამარეში ასე ცოცხლად დამარხული იცხოვრებს. საქართველო როგორც დამოუკიდებელი, ევროპული და ძლიერი სახელმწიფო აღარ იარსებებს.
მესამე და უღიმღამო, მაგრამ ასევე საშინელი-
მიშა უკრაინას მიყავს და გამარჯვებული, აქაც ივანიშვილი და რუსეთია. ქართული ოცნება ხელისუფლებაში სამუდამოდ რჩება. სტუდენტების ნაწილი მტერს შეეკვრება. კრემლი და ივანიშვილი მათ ამ საქმეს დაუფასებს. ექნებათ სამსახურები და კეთილდღეობა. სტუდენტების სხვა ნაწილი კი უცხოეთში წავა და აღარასოდეს დაბრუნდება. საქართველოში ახალი მონები გამოიზრდებიან. უფრო ბევრნი ვიდრე მანამდე იყვნენ და არიან. პოლიცია და ქართული ჯარი აღარ იარსებებს. სამაჩაბლო და აფხაზეთი, ისევე როგორც მთელი საქართველო სამუდამოდ რჩება რუსეთს.“
კომენტარები