ზურა სტეფანია:
3 საათი იწვოდა სოფლის ადმინისტრაციული შენობის (ე.წ. “კანტორა”) მეორე სართული.
ჯერ სახურავი, მერე ოთახები, პირველზე ყრიდა უკვე ცეცხლს, რადგან გამყოფი ფენა ბეტონის არაა (I სართულს მეორე სართულის ცეცხლი ანათებს).
3 სახანძრო მანქანა მოვიდა სულ, დანარჩენი როგორც ამბობენ ურეკშია, სეზონისთვისო. ზოგმა თქვა თურქეთში გაუშვესო.
15-20 წუთი ელოდებიან მეხანძრეები წყლით სავსე მანქანის მოსვლას, მანამდე ბალახზე დამჯდარი, ხალხთან ერთად უყურებენ, როგორ იწვის შენობა, სადაც სამედიცინო ამბულატორია და ბაგა-ბაღიც იყო განთავსებული. 15 კილომეტრიდან მოაქვს მანქანას წყალი, ამიტომ აგვიანდება. თუმცა მდინარე 150 მეტრშია. ალბათ ვერ მიუდგნენ.
მეხანძრემ რა უნდა ქნას, რაც აქვთ, იმით ცდილობენ..
არადა, იმ კომუნისტების დროს, სახანძრო პუნქტი სოფელში ერთი მანქანით იყო წარმოდგენილი. 20 წუთზე მეტი დასჭირდა ბრიგადებს ადგილზე მოსასვლელად. სასწრაფო არ მოჰყოლია, თუმცა რამდენჯერმე დაურეკავთ, ხო არ ვართ საჭიროო. ერთი პატრულის მანქანაც იყო. ბაღიდან გაზის ბალონის (იმის მიუხედავად, ბუნებრივი აირი არსებობს, ბაღში მაინც არ არის შეყვანილი..
გამოტანა მოასწრეს, მაცივრისაც. სკამებიც გარეთაა. სკამებს რაც შეეხება, რასაც 3 საათში ვუსმინე და რა განწყობებიც ვნახე, სერიოზული პრობლემები ექნება “სკამებს” არჩევნებში…
სადმე პარალელურად რომ გაჩენილიყო კიდე ხანძარი, ისიც ისე დაიწვებოდა, ვერაფერს უზამდნენ.. ერთ ოთახში გაჩენილი ცეცხლი 4-5 საათის განმავლობაში მოედო მთელ შენობას. პირველი სართულიც ვერ გადაარჩინეს. ხეებზეც გადადიოდა. რა აზრი აქვს ასეთ სამაშველო ღონისძიებას, თუ ვერაფერს აკეთებ. ან პრემიერი ერდოღანს რომ ურეკავს და დახმარებას პირდება, რა თვალთმაქცობაა. ბრიგადირი ეუბნებოდა მაშველებს, მიდით იმას მიეხმარე, კედელს რეცხავსო. დაღლილი მეხანძრე ვეღარ უმიზნებდა ფანჯრებს. არადა რამდენიმე თვის წინ უბრალო შემთხვევა იყო და იმდენი ეკიპაჟი მოვიდა, ტევა არ იყო.. სად წავიდა ეს ხალხი, სად წაიყვანეს ტექნიკა? ყველაფერი რომ დაიწვება მერე ცეცხლი თავისითაც ქრება…”
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, შემთხვევა სოფელ ნაგომარში მოხდა და კულტურის სახლი მთლიანად დაიწვა.
კომენტარები